Épisodes

  • ეპიზოდი 63. Rings of Power - ძალაუფლების ბეჭდები: მწარე მიმოხილვა
    Oct 23 2022

    „მწარე პოდკასტის" 63-ე ეპიზოდში, პოდკასტის ხშირ სტუმართან, ისტორიკოს ლაშა ჩანტლაძესთან ერთად, Amazon-ს უახლესი სერიალი lord of the Rings: Rings of Power (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები) მიმოვიხილეთ და შევაფასეთ. ეს არის სერიალი, რომელსაც წლების მანძილზე ელოდა ტოლკინის შემოქმედებისა და პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიის მილიონობით გულშემატკივარი, ჩვენი ჩათვლით, შესაბამისად, პოდკასტის ჩაწერა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ პირველი სეზონის დასრულებას ველოდით. როგორი წინასწარი მოლოდინი არსებობდა, რა რეაქცია მოყვა გულშემატკივართა შორის სცენარისტთა სადავო გადაწყვეტილებებს, რატომ მიიღო სერიალმა საშუალო და დაბალი შეფასებები კრიტიკოსთაგან და ტელემაყურებლისგან, რამდენად ახლოა ის შუახმელეთის ისტორიასთან, აქვს თუ არა გავლენა პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელსა" და „ჰობიტს" მასზე, რამდენად შესაფერისი მსახიობები შეარჩიეს მთავარი როლებისთვის, რომელი პერსონაჟები მოგვეწონა განსაკუთრებით, რამდენად შეესაბამებოდა სერიალის ხარისხი მის უზარმაზარ ბიუჯეტს, რის შეცვლას ვისურვებდით მომდევნო სეზონისთვის - ამ და კიდევ ბევრ საკითხზე, ზედმეტი „სპოილერების" გარეშე, მოცემულ ეპიზოდში ვისაუბრეთ. 

    სავარაუდოდ, ეს იქნება, ჯერჯერობით, ბოლო ეპიზოდი podbean პლატფორმაზე. პოდბინი ფასიანი პლატფორმაა, სჭირდება ყოველთვიურად აბონიმენტის ყიდვა დოლარში; პოდკასტს კი არ აქვს შემოსავალი და ენთუზიაზმის ხარჯზე არსებული პროექტია.  

    გაითვალისწინეთ რომ ეს გვერდი 4 ნოემბრამდე იარსებებს და მანამდე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ არსებული ეპიზოდები, შემდეგ, Podbean დახურავს ამ გვერდს. აუდიო ეპიზოდებს მოუსმენთ anchor-ზე, spotify-ზე და ზოგიერთ სხვა აუდიო პლატფორმაზე, ასევე იუთუბზე შეგეძლებათ ეპიზოდების ნახვა. 

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 2 min
  • ეპიზოდი 62. ამერიკის სამოქალაქო ომი
    Oct 11 2022

    „მწარე პოდკასტის" 62-ე ეპიზოდში, ამერიკის ისტორიას დავუბრუნდით და ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამერიკულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილება და გზა სამოქალაქო ომამდე; პოლიტიკური მანევრები; პარტიების ჩამოყალიბება და მათი დაპირისპირება; შტატების ბრძოლა უფლებებისთვის; მონობა ამერიკაში; განსხვავებები ჩრდილოეთსა და სამხრეთის შტატებს შორის; საგარეო ფაქტორი; მხარეთა ძალები, სისუსტეები და უპირატესობები; სამოქალაქო ომის გამოძახილი თანამედროვე ამერიკაში. პოდკასტის სტუმარია, ამერიკის მცოდნე, გიორგი ლაბაძე.

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 5 min
  • ეპიზოდი 61. ოტო ფონ ბისმარკი: „რკინის კანცლერის” პოლიტიკა და დიპლომატია
    Sep 30 2022

    „მწარე პოდკასტის" 61-ე ეპიზოდში, ჩვენი მრავალგზის სტუმარი, თორნიკე შარაშენიძე დაგვიბრუნდა XIX საუკუნის უდიდესი გერმანელი მოღვაწის, კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის დიპლომატიასა და პოლიტიკაზე სასაუბროდ. რა მდგომარეობა იყო გერმანიის გაერთიანებამდე ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში; რა მიზეზით ამჯობინებდნენ გერმანული სახელმწიფოები პრუსიის და არა ავსტრიის გარშემო გაერთიანებას; სად მოღვაწეობდა და რა გამოცდილება მიიღო ბისმარკმა პრუსიის კანცლერობამდე, რა გზა გაიარა გერმანიის გაერთიანებისთვის, როგორ დაამარცხა პრუსიამ დანია, ავსტრია და საფრანგეთი, რა იყო ბისმარკის დიპლომატიის საიდუმლო, რატომ ჩახლართა ბისმარკმა ევროპული ალიანსები, რის გამო თქვა უარი კოლონიურ პოლიტიკაზე, როგორი მემკვიდრეობა დაუტოვა შთამომავლობას „რკინის კანცლერმა" - ამ თემებზე, ვრცლად, პოდკასტში მოისმენთ.

    ვიდეო-ეპიზოდი youtube: https://youtu.be/lY7cDtFvxh0

    Afficher plus Afficher moins
    1 h
  • ეპიზოდი 60. პეტრას ციხე-ქალაქი და ლაზიკის ომი
    Sep 3 2022

    „მწარე პოდკასტის" მე-60, ვიდეო-ეპიზოდი, აჭარაში, ციხისძირში, პეტრას ციხე-ქალაქში ჩავიწერეთ. პეტრა, საქართველოში, რომაულ-ბიზანტიური პერიოდის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც, ყოფილი ლაზიკის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ადგილზე, გვიანანტიკური ხანის ორი უდიდესი სახელმწიფოს - აღმოსავლეთ რომის იმპერიისა (ბიზანტიის) და სასანური ირანის დაპირისპირება, ფაქტობრივად, გადამწყვეტი აღმოჩნდა ლაზიკის ომის (541-562 წწ.) შედეგისთვის. პოდკასტში მიმოხილულია ომის წინაპირობები, წარმოდგენილია მისი ზოგადი სურათი, მთავარი დაბრკოლებები ორივე მებრძოლი მხარისთვის, პეტრას მნიშვნელობა, საალყო მოქმედებების სამი ეტაპი და ციხე-ქალაქის საბოლოო დაცემა. პოდკასტი ორიენტირებულია პეტრას ციხე-ქალაქზე და ლაზიკის ომის ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი, განზრახ არის გამოტოვებული, რათა, შემდგომში, ამ თემას კვლავ დავუბრუნდეთ.

    -----------------------------------------------

    პეტრა-ციხისძირში მოგზაურობაში დახმარებისთვის და არაჩვეულებრივი გიდობისა და მასპინძლობისთვის, მადლობას ვუხდი არქეოლოგიის დოქტორანტ თამაზ დარჩიძეს. ასევე, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებს, რომლებიც, ამჟამად, პეტრას ციხე-ქალაქის გათხრებზე მუშაობენ.

    ვიდეო-ეპიზოდი: https://youtu.be/ll2UV8PL-IA

    გამოიწერეთ მწარე პოდკასტის youtube არხი: Bitter Podcast

    Afficher plus Afficher moins
    45 min
  • ეპიზოდი 59. Risorgimento - იტალიის გაერთიანება
    Jul 29 2022

    „მწარე პოდკასტის" 59-ე ეპიზოდი, იტალიის ისტორიას, კერძოდ, მის საბოლოოდ, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას დავუთმეთ. მოკლე შესავლის შემდეგ, პირდაპირ XIX საუკუნის ევროპაში მიმდინარე მოვლენებს შევუტიეთ, მიმოვიხილეთ აპენინის ნახევარკუნძულზე არსებული სტატუს-კვო, დიდ ქვეყანათა ინტერესები, საერთაშორისო ვითარება და იტალიის პოტენციური გაერთიანების ხელშემწყობი ფაქტორები, ფრანგთა იმპერატორი და „ლომბარდთა რკინის გვირგვინი", მაძინის იდეები, პიემონტის (სარდინიის) კანცლერის კამილო კავურის ბრწყინვალე პოლიტიკა და დიპლომატია, სარდინიელები ყირიმში, ნაპოლეონ III და ავსტრიელები, გარიბალდის ლაშქრობა სამხრეთში, იტალიის გაერთიანება და სწრაფვა დიდ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ, ისტორიული პერსპექტივა და პარალელები. 

    პოდკასტის სტუმარია, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე.

    ვიდეო-ეპიზოდი: https://youtu.be/4BkEEmc3_U8

    გამოიწერეთ მწარე პოდკასტის youtube არხი: Bitter Podcast

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 4 min
  • ეპიზოდი 58. დავით აღმაშენებლის გამეფება
    Jul 22 2022

    შუა საუკუნეების საქართველოს უდიდესი მეფის, დავით IV აღმაშენებლის გამეფება და მმართველობის პირველი ათწლეული, ნაკლებად შესწავლილი, მაგრამ ძალიან საინტერესო და კომპლექსური საკითხია. რას წარმოადგებდა „დიდი თურქობა"; რატომ იკლო საქართველოზე მომთაბარეთა თავდასხმებმა 1080-იანი წლების ბოლოსთვის, ჰქონდა თუ არა ძალა მალიქ შაჰისა და გიორგი II-ს საზავო ხელშეკრულებას, რა როლი შეასრულა 1088 წლის მიწისძვრამ ტახტზე ახალი მეფის ასვლაში, რა თვალსაზრისით იყო დავითი მზად ადრეულ ასაკში მეფობისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლია შუა საუკუნეების მემატიანეთა თხზულებების გააზრებისთვის, რატომ უკავშირებდა შუა საუკუნოვანი საზოგადოება მტრის თავდასხმებს, ბუნებრივ კატაკლიზმებსა თუ ეპიდემიებს ზებუნებრივ ძალებს და რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ამას ისტორიაზე - ეს საინტერესო საკითხები, ისტორიკოს ნიკა შონიასთან ერთად განვიხილეთ.

    მოიწონეთ და გამოიწერეთ (like and subscribe) „მწარე პოდკასტი", რათა დაეხმაროთ გვერდს განვითარებაში ვიდეო ეპიზოდების ჩაწერის შესაძლებლობისთვის, მადლობა Radio GIPA FM 94.3.

    ვიდეო-ეპიზოდი: https://youtu.be/c46JF5f3HLg

    გამოიწერეთ მწარე პოდკასტის youtube არხი: Bitter Podcast

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 1 min
  • ეპიზოდი 57. ღვინო, კულტურა და ისტორია
    Jul 15 2022

    „მწარე პოდკასტის" ახალ სეზონს, საზაფხულო, მსუბუქი, ეპიზოდით ვხსნით. ამ სასმელს უდიდესი კულტურული, რელიგიური, ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. განსაკუთრებით, ეს საქართველოზე ითქმის, უძველესი მეღვინეობის ქვეყანაზე. ქართული ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრთან, ლევან სებისკვერაძესთან ერთად, ქვევრში დაყენებული ჩინურისა და გორული მწვანის მშვენიერი კუპაჟის თანხლებით, ვისაუბრეთ ქართულ და უცხოურ ღვინოზე, ყურძნის ჯიშებზე, ისტორიულად ცნობილ ღვინოებზე, ძველქართულ და საბჭოთა პერიოდის ქართულ ღვინის კულტურაზე, საღვინე ჭურჭელზე, ამფორებზე, ქვევრებსა და კელტურ მუხის კასრებზე, ფაუსტუს სულას ფალერნულზე, წითელი ღვინის განსაკუთრებულობაზე, პორტუგალია-ინგლისის ალიანსსა და პორტვეინის ჩამოსხმაზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე. მოკლედ, In vino veritas - „ღვინოშია ჭეშმარიტება". განსაკუთრებული მადლობა GIPA-ს რადიოს სტუდიას, ანა დავითაშვილს, კიწი ხარაბაძეს, ანი ლაცაბიძესა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელს, თორნიკე შარაშენიძეს, რომელთა დახმარებით, პოდკასტმა ახალ ფორმატში გადაინაცვლა, სტუდიური გახდა და ხარისხი გაუმჯობესდა.

    ვიდეო ეპიზოდი: https://youtu.be/WvThMbNjZF8

    გამოიწერეთ მწარე პოდკასტის youtube არხი: Bitter Podcast

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 8 min
  • ეპიზოდი 56. ისტორიული იუბილე
    Jun 5 2022

    „მწარე პოდკასტი" 1 წლის გახდა და ეს ამბავი, მე და პოდკასტის ხშირმა სტუმარმა, ისტორიკოსმა, ნიკა შონიამ, ვიდეო-ეპიზოდით აღვნიშნეთ პაბ „ვარშტაინერიდან". ხორბლის გაუფილტრავი ლუდით აღჭურვილებმა, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როდის გაჩნდა პოდკასტის შექმნის იდეა; რა მიზნით; რა შეიცვალა 1 წლის მანძილზე; რომელი ეპიზოდები გახდა ყველაზე მოსმენადი; დავუბრუნდით თემას თუ რას ითხოვს საზოგადოება ისტორიისგან; რატომ არის ცუდი ისტორიის საკრალიზება; რა ობიექტური მიზეზები არსებობს ისტორიაში ევროპოცენტრიზმისთვის; რამდენად ძვირფასია სიტყვის თავისუფლება ჩვენთვის; კვლევის რა მეთოდები არსებობს ისტორიულ მეცნიერებაში; როგორ ეყრდნობა თანამედროვე ისტორიოგრაფია წარსულისას; რა არის საჭირო საქართველოს ისტორიის რეგიონულიდან საერთაშორისო დონეზე გასატანად; როგორ მიზნებს ისახავს პოდკასტი წელს და რა ეპიზოდებს უნდა ელოდეს მსმენელი.

    ეს ეპიზოდი ჩაწერილია ვიდეო ფორმატში, პოდბინზე მისი აუდიოა ატვირთული, ვიდეო კი შეგიძლიათ youtube-ზე ნახოთ ამ ლინკზე: https://youtu.be/P0Q1PxGOT4o

     

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 12 min