Épisodes

  • რომის ისტორია III - სამოქალაქო ომების ეპოქა და იულიუს კეისრის მკვლელობა
    Jun 26 2025

    „მწარე პოდკასტის" რომის ისტორიის ციკლის მესამე ეპიზოდი ძვ.წ. I საუკუნის ამბებს მიეძღვნა. პოდკასტში განხილულია სულას დიქტატურა, სპარტაკის აჯანყება, კატილინას შეთქმულება, პირველი ტრიუმვირატი, პომპეუსისა და კეისრის დაპირისპირება, კეისრის მმართველობა და მისი მკვლელობა მარტის იდებში.

    Afficher plus Afficher moins
    56 min
  • რომის ისტორია II - სციპიონიდან სულამდე
    Jun 12 2025

    „მწარე პოდკასტის" რომის ისტორიის ციკლის მეორე ეპიზოდი, ძვ.წ. II საუკუნისა და ძვ.წ. I საუკუნის მოვლენებს დაეთმო. როგორ გაგრძელდა რომის ექსპანსია II პუნიკური ომის შემდეგ, როდის დაუპირისპირდნენ რომაელები ელინისტურ სამყაროს, რატომ გაუჭირდათ ესპანეთსა და ნუმიდიაში ლეგიონებს, რას შეეწირნენ ძმები გრაკხუსები, რა რეფორმა გაატარა გაიუს მარიუსმა და როგორ სძლია კიმბრებსა და ტევტონებს, რატომ აჯანყდნენ მოკავშირეები და როგორ წარიმართა რესპუბლიკის პირველი სამოქალაქო ომი.

    Afficher plus Afficher moins
    50 min
  • რომის ისტორია I - რომულუსიდან სციპიონ აფრიკელამდე
    Jun 2 2025

    „მწარე პოდკასტზე" რომის ისტორიის ციკლი დაიწყო, რომელშიც მოგითხრობთ რომის ისტორიას დაარსებიდან ქალაქის დაცემამდე. ამ ეპიზოდებში, ვეცდებით, გავაცოცხლოთ რომის ისტორიის საკვანძო მოვლენები, ომები და დიპლომატია, პოლიტიკა და საზოგადოება. I ეპიზოდი, რომის დაარსებიდან II პუნიკური ომის დასრულებამდე პერიოდს მიეძღვნა.

    Afficher plus Afficher moins
    48 min
  • დავით ულუ დავით ნარინის წინააღმდეგ. მწარე პოდკასტი #165
    May 23 2025

    საქართველოს სამეფო კარის თამაშების ამ ეპიზოდში, XIII საუკუნეში დავბრუნდით და დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის ინტრიგებზე, მკვლელობებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ვისაუბრეთ; თუ როგორ განაგებდა ორი ქართველი მეფე ქვეყანას „მონღოლური მშვიდობის" ეპოქაში და რა საიდუმლოებებს ინახავს მათი ისტორია.

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 56 min
  • ზეციური სამეფო: იდეა, ფილმი და ისტორია. მწარე პოდკასტი #164
    May 19 2025

    „მწარე პოდკასტის" 164-ე ეპიზოდში, რიდლი სკოტის „ზეციურ სამეფოზე" (2005) ვისაუბრეთ. განვიხილეთ გადაღების ამბავი, რეჟისორის ხედვა და გადაწყვეტილებები, სტილი, ატმოსფერო და რა თქმა უნდა, გავარჩიეთ ისტორიული თვალსაზრისით. პოდკასტის სტუმარია ირაკლი გობრონიძე.

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 50 min
  • ვერმახტის ქართული ლეგიონი. მწარე პოდკასტი #163
    May 15 2025

    „მწარე პოდკასტის" 164-ე ეპიზოდში, ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე, ვერმახტის ქართულ ლეგიონზე გვესაუბრა. ვინ იყვნენ მესამე რაიხის სამსახურში მყოფი ქართველები, რა მოტივაცია ამოძრავებდათ და რა ბედი ეწიათ.

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 58 min
  • მეფე რუსუდანი ისტორიის წინააღმდეგ. მწარე პოდკასტი #162
    May 9 2025

    მეფე რუსუდანი, როგორც მისი ძმა, ლაშა-გიორგი, საქართველოს ისტორიის გამორჩეულად წინააღმდეგობრივი ფიგურაა. საქართველოს სამეფო კარის თამაშების ამ ეპიზოდში, მის საშინაო პოლიტიკაზე, ლეგიტიმაციის პრობლემაზე, ძმისშვილთან დაპირისპირებაზე, რუმის სულთნებთან, ჯალალ ად-დინსა და მონღოლებთან ურთიერთობაზე ვისაუბრეთ.

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 34 min
  • ისტორია ლაშა-გიორგის წინააღმდეგ: საქართველოს სამეფო კარის თამაშები IV. მწარე პოდკასტი #161
    Apr 29 2025

    საქართველოს სამეფო კარის თამაშების ახალი ეპიზოდში, ისტორიკოს ნიკა შონიასთან ერთად, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ წინააღმდეგობრივ ფიგურაზე, მეფე გიორგი IV ლაშაზე ვისაუბრეთ. რატომ არის მისი მოღვაწეობა არასწორად გააზრებული, რა სერიოზული პრობლემები არსებობდა ერთი შეხედვით ძლიერ სამეფოში და რას გვეუბნება ისტორიულ წყაროთა ქვეტექსტები. ----------------------------------------------------------„მწარე პოდკასტის" ოფიციალური პარტნიორია TBC.

    Afficher plus Afficher moins
    1 h et 43 min